X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი - მაიკ პომპეოს შეფასება ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ხედვასთან

12 ივნისი 2019

,,ანაკლიის პორტის ფინანსური დახურვის გადავადებაზე ჩემი კომენტარი არანაირად არ უკავშირდება მაიკ პომპეოს განცხადებას. ეს არის ის პროცესი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოდან, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მივიღეთ გარკვეული სურვილები კონტრაქტში ცვლილებებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ვართ მოლაპარაკებებში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა

ვიცე-პრემიერის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასება ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ხედვასთან.

„ძალიან მახარებს, რომ  აშშ-ის ხელისუფლება მაღალ შეფასებას აძლევს განვითარების იმ მიმართულებებს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს, ანაკლიის პორტის მიმართ გამოჩენილი ყურადღება კი მეტყველებს იმაზე, რაც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ პორტს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების განზომილება აქვს და ამიტომაც უპრეცენდენტოა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.